ანონსები
12 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეს, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი, ინგლისურენოვანი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
ღია კარის დღეს წაუძღვებიან პროგრამის ხელმძღვანელი ბ - ნ ტიმოთი ბარეტი და მოწვეული ლექტორი კანადიდან ბ - ნ ალექსანდრე ბაროკა, რომლებიც ჩაატარებენ პრეზენტაციას პროგრამის შესახებ და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას დამსწრე საზოგადოებას.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე - 2 55 22 22, * 55 22 ან მოგვწეროთ მეილზე - ibl@ug.edu.ge.
ასევე, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ღია კარის დღეს თვალი ადევნოთ საქართველოს უნივერსიტეტის FB გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმით.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტში შეიქმნა ახალი, ინგლისურენოვანი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური იურისტების ჩამოყალიბება, რომლებსაც ექნებათ, საერთაშორისო და ადგილობრივი შრომის ბაზარზე ასპარეზობისთვის, საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ სამართლებრივი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებისა და კრეატიული აზროვნების უნარი, ასევე მიიღებენ, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პრინციპებისა და თეორიის ღრმა და სისტემურ ცოდნას. პროგრამა ხელმისაწვდომია, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
თარიღი: 12.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი #420
დრო: 12:00 – 14:00, ან 19:00 სთ